ინდონეზიაში ვულკანის ახალმა ამოფრქვევამ ათობით ადამიანი შეიწირა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკან მერაპის ახალი ამოფრქვევის შედეგად სულ ცოტა 49 ადამიანი დაიღუპა. სულ ბოლო დღეებში ამ სტიქიურმა უბედურებამ 90-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. ათობით ადამიანი დაშავებულია, ათასობით მოსახლემ კი საცხოვრებელი სახლი დატოვა.