ირანთან დაახლოებიდან ურანის კონტრაბანდამდე

გასულ კვირაში რადიომსმენელები და ჩვენი ვებსაიტის მომხმარებლები მრავალ თემაზე გამოგვეხმაურნენ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ტექსტური შეტყობინებების ჟანრში. ბევრს გაუჩნდა კითხვები ირანთან საქართველოს დაახლოების შესახებ; რადიომსმენელები მნიშვნელოვან დეტალს შეგვახსენებენ ურანის კონტრაბანდასთან დაკავშირებით; ჩივიან საქართველოში ჰუმანიტარული მეცნიერების დაკნინების შესახებ; აქტიურად ეხმაურებიან მეთორმეტეკლასელთა საპროტესტო გამოსვლებს.