სტუმრად ჩვენს ეთერში: ანა ნაცვლიშვილი

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ანა ნაცვლიშვილი

15 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანა ნაცვლიშვილი, ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი. მან ილაპარაკა სამხრეთი კავკასიის უფლებადამცველების პრობლემებზე, რისკებზე, რომლებიც რეგიონში უფლებადამცველთა საქმიანობას ახლავს. 13-14 ნოემბერს თბილისში ჩატარდა ”უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსლის” კონფერენცია, რომელზეც უფლებადამცველთა უსაფრთხოების პრობლემებზე, საქმიანობის სტრატეგიის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.