პრაღაში დღეს შუა საუკუნეების დანიელი ასტრონომის ნეშტის ექსჰუმაცია მოეწყო

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დღეს მოეწყო მე-16 საუკუნის დანიელი ასტრონომის ტიხო ბრაჰეს ნეშტის ექსჰუმაცია. სპეციალისტთა ჯგუფს მეცნიერის სიკვდილის მიზეზის დადგენა სურს. ბრაჰე 1601 წელს გარდაიცვალა პრაღაში, სადაც იმპერატორ რუდოლფ მეორის კარზე მსახურობდა. ზოგიერთი ბოლო ვარაუდით, ბრაჰე ვერხლისწყლით შეიძლებოდა მოწამლულიყო.