საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიმართვა დააკმაყოფილა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკმაყოფილა რუსეთის მიმართვა და შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, მოსკოვს იდენტიფიკაციისთვის გაუგზავნა ინფორმაცია ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსეთის 4 მოქალაქის შესახებ. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს ისიც აცნობა, რომ ერთ-ერთი დაკავებული შვეიცარიის საელჩოში უკვე შეახვედრეს დოპლომატს, რომელიც მოსკოვის ინტერესებს წარმოადგენს. კალანდაძის თქმით, რუსეთს მისი დაკავებული მოქალაქეების გადაცემა საქართველოსგან არ მოუთხოვია და ეს საკითხი მოლაპარაკების საგანს არ წარმოადგენს.