ჩინეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო სინჰუას ცნობით, შანხაიში, სულ ცოტა, 42 ადამიანი შეიწირა მაღალსართულიან სახლში გაჩენილმა ხანძარმა. დაშავებულია გაცილებით მეტი. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი გაუჩნდა ხარაჩოებს 30-სართულიანი სახლისა, რომელსაც რემონტს უკეთებდნენ და მალე მოედო თვით შენობასაც. ხანძრის ჩაქრობაში 60-მდე სახანძრო მანქანა მონაწილეობდა, სამი ვერტმრფენი გამოიყენეს სახურავზე ასული ხალხის დასახმარებლად.