ლეიბორისტებმა მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლების გაწვევა მოითხოვეს

ლეიბორისტულმა პარტიამ საქართველოდან მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლების გაწვევა მოითხოვა. ლეიბორისტები მიიჩნევენ, რომ ეს ორი ორგანიზაცია წლების განმავლობაში ახორციელებს ”საქართველოს საბანკო-საფინანსო დაკაბალებას და კოლონიზაციას”. პარტიის წევრთა განცხადებით, მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მიერ გაცემული კრედიტები ნაწილდება ამავე ორგანიზაციების კორუმპირებულ ჩინოვნიკებსა და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის, რის გამოც ქვეყანას უდიდესი ვალი აქვს და სანაცვლოდ საქართველოს სიმდიდრე იყიდება.