სტუმრად ჩვენს ეთერში: ოთარ თოიძე

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე

19 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ოთარ თოიძე, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტზე, რომელიც პაციენტის უფლებების დაცვის მიზნით ექიმებსა და ფარმაკოლოგიურ კომპანიებს შორის ურთიერთობის დარეგულირებას ეხება.