ქართველი ჟურნალისტები ავღანეთში გაემგზავრნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პატრონაჟით 27 ნოემბერს ქართველ ტელეჟურნალისტთა ჯგუფი ავღანეთში გაემგზავრა. ჟურნალისტები 2 კვირის განმავლობაში უსაფრთხოების მხარდაჭერ საერთაშორისო მხარდამჭერი ძალების (ISAF–ის) მისიის ფარგლებში ავღანეთში ქართველი სამხედროების მუშაობას ადგილზე გაეცნობიან. ისინი ქაბულში მყოფ ქართულ ასეულს მოინახულებენ, ჰელმანდის პროვინციაში კი 32-ე ბატალიონთან ერთად ორ კვირას გაატარებენ. მასმედიის წარმომადგენლებმა ავღანეთში ვიზიტამდე სპეციალური სწავლებები და აკრედიტაცია გაიარეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი სამშვიდობო მისიების გაშუქების ხელშეწყობის მიზნით მომავალშიც გეგმავს მსგავსი ვიზიტების განხორციელებას.