ავღანეთში ნატოს ექვსი ჯარისკაცი მოკლა პოლიციელად გადაცმულმა მამაკაცმა

ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი მრავალეროვანი ჯარების განცხადებით, პოლიციელის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა ნატოს ექვსი ჯარისკაცი მოკლა აღმოსავლეთ ავღანეთში დღეს ჩატარებული საწვრთნელი მეცადინეობის დროს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოკლულია თვით თავდამსხმელიც. განცხადება არ შეიცავს ინფორმაციას დაღუპული ჯარისკაცების ეროვნებაზე.