ფხენიანი ქვეყანაში ბირთვული პროგრამის არსებობის შესახებ ხმამაღლა აცხადებს

ჩრდილო კორეული გაზეთი ”ნოდონ სინმუნი ” იტყობინება, რომ ქვეყანაში გამდიდრებული ურანის ქარხანა აქტიურად მუშაობს. პუბლიკაციაში აღნიშნული წარმოების მშვიდობიან მიზნებზეა საუბარი. როგორც ბი ბი სი იტყობინება, პუბლიკაციის შინაარსი იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისათვის ხორციელდება არის ფხენიანის პირველი ოფიციალური აღიარება იმისა, რომ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას ახორციელებს.