სათამაშო და სხვა ბიზნესის პრობლემები რეგიონებში

ამ ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 136 ტოტალიზატორი შეამოწმა და ფინანსური დარღვევები გამოავლინა. ”რეგიონულ მაცნეში” დღეს სათამაშო ბიზნესის შესახებ შემოგთავაზებთ სიუჟეტებს რუსთავსა და ქუთაისიდან. ვისაუბრებთ ასევე საქართველოს რეგიონებში ციფრული მაუწყებლობის ჯერჯერობით ბუნდოვან მომავალზე და ანაკლიაში გამართულ ყველის ფესტივალზე.