ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზთა თაობაზე დასკვნა ორ კვირაში გამოქვეყნდება

პარლამენტის ანტიკრიზისულმა საბჭომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზთა შემსწავლელი კომისიის შუალედური ანგარიში მოისმინა. კომისიის ხელმძღვანელის კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, საბოლოო დასკვნა ორ კვირაში გამოქვეყნდება. ამასთან, გამსახურდიამ აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის თვითმკვლელობის ვერსია კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს.