გაათავისუფლეს ავღანეთში დაკავებული ჰოლანდიელი

ავღანეთში გაათავისუფლეს ერთი თვის წინ ბოევიკების მიერ გატაცებული ნიდერლანდის მოქალაქე და მისი ავღანელი მძღოლი. გათავისუფლების დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ცოტა ხნით ადრე ნიდერლანდის ხელისუფლება აცხადებდა, რომ გამტაცებლებს გამოსასყიდს არ გადაუხდიდა. გათავისუფლებული ჰოლანდიელი ინვალიდ ბავშვთა დახმარების ჰუმანიტარული ორგანიზაციის, ”სტრიიმს აფგანისტანის”, თანამშრომელია.