ერაყში ავტოავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 14 ირანელი მომლოცველი

ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 16 ადამიანი, მათ შორის 14 ირანელი მომლოცველი დაიღუპა ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად. ავარია ბაღდადის სამხრეთით, ქალაქ ჰილაში მოხდა. შიიტი პილიგრიმები მთელი მსოფლიოდან ჩადიან ხოლმე ერაყში, სალოცავების მოსანახულებლად.