სარეკორდოდ გაიზარდა ნავთობის ფასი

ნავთობის ფასმა ნიუ იორკის ბირჟაზე ბოლო ორ წელიწადში სარეკორდოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ერთი ბარელი ნედლი ნავთობი ახლა თითქმის 90 დოლარი ღირს. ნავთობის ფასის ზრდას უკავშირებენ ცივ ამინდებს ევროპასა და აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ასევე ფაქტს, რომ აშშ-ის დოლარის კურსი დაეცა ევროს მიმართ პარასკევს, და კიდევ ცნობას, რომ ნოემბერში აშშ-ში უმუშევრობის დონემ 10 პროცენტს მიაღწია.