აშშ ისრაელსა და პალესტინას შორის დიალოგის განახლების მცდელობებს წყვეტს

აშშ ადასტურებს საკუთარი მცდელობების შეწყვეტას დაარწმუნოს ისრაელი განაახლოს მორატორიუმი ოკუპირებულ და სადაო ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების მშენებლობის შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ფილიპ კროული სამშაბათს იტყობინებოდა, რომ ვაშინგტონი განიხილავს მომავალში პალესტინისა და ისრაელის დიალოგთან დაბრუნების შესაძლებლობას. მშვიდობიანი მოლაპარაკებები ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე წლის სექტემბერში აღდგა. თუმცა, დიალოგის დაწყებიდან რამდენიმე ხანში მოლაპარაკებები ჩიხში ებრაული დასახლებების მშენებლობის გამო მოექცა. პალესტინური მხარე მიიჩნევს, რომ დიალოგის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც ისრაელი ოკუპირებულ და სადაო ტერიტორიებზე მშენებლობას შეაჩერებს.