ანტარქტიკაში სამხრეთკორეული გემი ჩაიძირა

ახალი ზელანდიიდან ორი ათასი კილომეტრის სამხრეთით სამხრეთკორეული ტრეილერი ჩაიძირა. წინასწარი ცნობებით დაიღუპა 5 ადამიანი, თუმცა შიშობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება 22-ს აღწევდეს. სულ გემზე ეკიპაჟის 42 წევრი იმყოფებოდა. გემის ჩაძირვის მიზეზი ჯერ უცნობია.