სტუმრად ჩვენს ეთერში: ზვიად ქორიძე

ზვიად ქორიძე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. მან ილაპარაკა მოსკოვში ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელშიც ის რამდენიმე ქართველ ჟურნალისტთან ერთად მონაწილეობდა. ზვიად ქორიძემ აღწერა რუსეთში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული ვითარება მედიის თავისუფლების მხრივ და ის საქართველოში არსებულ ვითარებას შეადარა.