სტუმრად ჩვენს ეთერში: ნონა ქურდოვანიძე

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე

17 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნონა ქურდოვანიძე, ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა დევნილთა განსახლების საკითხზე და განმარტა როგორც დევნილთა სხვადასხვა კატეგორიის უფლებები, ისე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მათ მიმართ.