ახალგორის რაიონში 10 იანვრიდან ლარით სარგებლობა იკრძალება

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში საქართველოს ეროვნული ვალუტით, ლარით, სარგებლობა იკრძალება. სააგენტო რესი ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის თანაშემწეზე, სერგეი გაგლოევზე, დაყრდნობით დღეს იუწყება, რომ ლარის მიმოქცევა მომავალი წლის 10 იანვრიდან შეწყდება. გაგლოევის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე გაფრთხილებულია, რომ 10 იანვრიდან მხოლოდ რუსული რუბლით უნდა ისარგებლოს.