მოძრაობის "სამართლიანი საქართველოსთვის" რიგგარეშე ყრილობამ ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა, თუმცა, სახელფასო დავალიანების გასტუმრებამდე, გამგეობის წევრად დატოვა. დელეგატების განცხადებით, დღევანდელი ყრილობის ოქმი რეგისტრაციისთვის ხვალ გაეგზავნება იუსტიციის სამინისტროს.