თვითმკვლელმა ქალმა პაკისტანში 40 ადამიანი დახოცა

თვითმკვლელმა მოიეიშე ქალმა სულ მცირე 40 ადამიანი გამოსალმა სიცოცხლეს, ხოლო 50 დაჭრა მას შემდეგ, რაც მოქმედებაში მოიყვანა ტანსაცმლის ქვეშ დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობა. შემთხვევა პაკისტანის უკუნტროლო ბაჯაურის რაიონის ქალაქ ხარში მოხდა, სადაც ათობით ადამიანი საკვები ბარათის რიგში იმყოფებოდა. თავდამსხმელმა ქალმა ხალხში ჯერ ორი ხელყუმბარა ისროლა, ხოლო შემდეგ კი ასაფეთქებელი ნივთიერებიანი ჟილეტით თავი აიფეთქა. იტყობინებიან, რომ ეს არის პაკისტანში პირველი ტერორისტული აქტი, რომელიც თვითმკვლელმა ქალმა მოაწყო.