მოლდავეთის ხელისუფლება ახალი პარლამენტის არჩევასთან დაკავშირებით გადადგება

ახალი პარლამენტის არჩევასთან დაკავშირებით გადადგება მოლდავეთის ხელისუფლება პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ ფილატოვის ხელმძღვანელობით. მინისტრები ახალი კაბინეტის შექმნამდე გააგრძელებენ მოვალეობების შესრულებას. მოლდავეთის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარმოადგენს პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი. ამჟამად მოლდავეთის პარლამენტში ოთხიდან არცერთ პარტიას არა აქვს სახელმწიფოს მეთაურის ასარჩევად საჭირო უმრავლესობა. მიმდინარეობს კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები.