ერაყის ჩრდილოეთში პოლიციის ოთხი თანამშრომელი დაიღუპა პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად

ერაყის ჩრდილოეთში პოლიციის ოთხი თანამშრომელი დაიღუპა პოლიციის განყოფილებაზე სამი თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად. დაღუპულთა შორისაა ვიცე-პოლკოვნიკიც, რომელზეც მანამდე უკვე ხუთჯერ მოაწყვეს თავდასხმა. მეოთხე თვითმკვლელი, წინასწარი ინფორმაციით, შენობაში შეღწევის მცდელობისას იქნა მოკლული. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა დაჯგუფება „ერაყის ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელიც „ალ ყაიდასთან“ არის დაკავშირებული.