ეგვიპტეში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ კოპტების დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით

ეგვიპტეში უსაფრთხოების მკაცრ ზომებს მიმართავენ კოპტების მიერ შობის დღესასწაულის აღნიშვნის მოახლოებასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების გაძლიერების მიზეზია 31 დეკემბერს მოწყობილი თავდასხმა - კოპტური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული აფეთქება, რომელმაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა 27 კაცი. ეგვიპტის პოლიციამ გააუქმა მაღალი რანგის თანამშრომლების შვეუბელებები და გააძლიერა უსაფრთხოების ზომები აეროპორტებსა და ნავსადგურებში, აღმართულია ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტები. კოპტები პარასკევს, 7 იანვარს ზეიმობენ ქრისტეს შობას. ჯერ არავის უკისრია პასუხისმგებლობა მათს წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმაზე.