ობამამ გუანტანოს პატიმრების შესახებ კანონი დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, თავიდან იქნება აცილებული გუანტანოს საპატიმროს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ტუსაღების აშშ-ში გადაყვანა და სისხლის სამართლის პროცესების მოწყობა. დოკუმენტი გულისხმობს ასევე ამ პირების სხვა ქვეყნებისთვის გაცემის შეზღუდვას. კანონს მიიჩნევენ გუანტამოს საპატიმროს დახურვის გამაძნელებელ ფაქტორად.