მექსიკის ქალაქ აკაპულკოში ბოლო ორ დღეში 27 ადამიანი დახოცეს

ბოლო ორ დღეში 27 ადამიანი გახდა ძალადობის მსხვერპლი მექსიკის ქალაქ აკაპულკოში. შაბათს სავაჭრო ცენტრთან 15 თავმოკვეთილი გვამი ნახეს. იქვე იყო წერილი მუქარით, რომელიც ერთ-ერთი ნარკოკარტელის მეთაურს ეკუთვნოდა. აკაპულკოშივე ნახეს 12 სხვა მოკლულის გვამები. ბოლო ხუთ წელიწადში მექსიკაში ნარკოკარტელებს შორის დაპირისპირებას და მათთან მთავრობის ბრძოლას 30 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.