სერბიამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლის მხარდაჭერა მოიპოვა

ევროპის კავშირისგან სერბიამ მოიპოვა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლის მხარდაჭერა მას მერე, რაც ორმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ევროპის კავშირის ვაჭრობის კომისარმა, კარელ დე გუხტმა, სერბიის ვიცე-პრემიერ მლადან დინკიჩთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში სერბიის გაწვერიანების საქმეში. ქვეყნებს, რომლებსაც ამ ორგანიზაციის წევრობა სურთ, წევრ-ქვეყნებთან წინასწარ შეთანხმებებს უნდა მიაღწიონ.