ხელისუფლებას მეკობრეთა ტყვეობაში მყოფი მეზღვაურების დახმარებისკენ მოუწოდეს

სომალელ მეკობრეთა ტყვეობაში მყოფი 15 ქართველი მეზღვაურისადმი სახელმწიფოსა და პრეზიდენტის დამოკიდებულება მოქალაქეთა დაცვის კონსტიტუციური ვალდებულების დარღვევად შეაფასა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. მისი განცხადებით, თითქმის 5 თვის წინ დატყვევებული მეზღვაურების სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება, რაც განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საჭიროებს. ლორთქიფანიძემ პრეზიდენტ სააკაშვილს დუმილის დაღვევისა და მძევლების დახმარებისკენ მოუწოდა.