დაღესტანში ოთხამდე გაიზარდა აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი

დაღესტანში ოთხამდე გაიზარდა პარასკევს მოწყობილი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთ-ერთი დაჭრილი. მკურნალობენ კიდევ ცხრა ადამიანს, რომელთაგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქება პარასკევს საღამოს მოეწყო ქალაქ ხასავიურტის ერთ-ერთ კაფესთან. ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც იქ გაჩერებულ მანქანაში იდო.