პაკისტანში აფეთქებამ 15 ადამიანი იმსხვერპლა

სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მინიავტობუსის აფეთქების შედეგად. არ არის დაზუსტებული ბომბი აფეთქდა, თუ ავტობუსის საწვავის ავზი. შემთხვევა ქალაქებს - ჰანგუსა და კოჰატს შორის მოხდა. ისლამისტი მეამბოხეები ამ ტერიტორიაზე ხშირად აწყობენ აფეთქებებს. მათი სამიზნეა როგორც უსაფრთხოების ძალები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები.