ისრაელში ბოსნიელი სერბი სამხედრო დამნაშავე შეიპყრეს

ისრაელის ხელისუფლების ცნობით, პოლიციამ დააკავა ყოფილი ბოსნიელი სერბი სამხედრო მოსამსახურე,რომელსაც ბრალი ედება 1995 წელს სრებრენიცაში მოწყობილ ბოსნიელ მუსლიმათა მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში. ისრაელის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ალექსანდ ცვეტკოვიჩი, რომლის დაპატიმრების გადაწყვეტილება ექსტრადიციის თაობაზე ბოსნიის მთავრობის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე მოხდა. 1995 წელს სრებრენიცაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის დროს 8 ათასი მუსლიმანი მამაკაცი და ბიჭი დაიღუპა. 43 წლის ცვეტკოვიჩი ისრაელ ქალზეა დაქორწინებული, რამაც მას შესაძლებლობა მისცა 2006 წელს დაეტოვებინა ქვეყანა და ისრაელის მოქალქეობა მიეღო.