ერაყში აფეთქებებმა 50 ადამიანი შეიწირა

ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 50-მდე ადამიანი დაიღუპა ქალაქ ქარბალის გარეუბნებში ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. დაიჭრა 150-მდე ადამიანი. ოფიციალური ინფორმაციით, დანაღმული ავტომანქანები ორმა თვითმკვლელმა მოიერიშემ ააფეთქა. მეორე აფეთქება 20 წუთში მოჰყვა პირველს. ქარბალაში შიიტების მნიშვნელოვანი სალოცავი მდებარეობს.