ავღანეთში 10 მეამბოხე მოკლეს

ჯარის ნაწილებსა და მეამბოხეებს შორის მოხდარ შეიარაღებულ შეტაკებაში 10 მემბოხე და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთის ჰოსტის პროვინციაში. პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელობის ინფორმაცით, ბრძოლა რამდენიმე საათის განმავლობაშ გრძელდებოდა, მანამდე მეამბოხეებმა ყუმბარსატყორცნიდათ ცეცხლი გასუხსნეს ავღანეთის არმიისა და ნატოს ძალების სამხედრო ჯგუფს, რომელიც საბარის დასახლებაში პატრულისათვსი ემზადებოდა. ბრძოლის დროს სამმა თვითმკვლემა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო ქალი და ბავშვი დაიჭრნენ.