ავღანეთში თალიბანის ორი ლიდერი მოკლეს

ავღანეთის ჩრდილოეთში ნატოს მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ადგილობრივი თალიბების ორი ლიდერი მოკვდა. ამის შესახებ ავღანეთში საერთაშორისო ძალების ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამ ცნობის მიხედვით, ერთი მათგანი, მაულავი ანვარი, გასულ პარასკევს მოკლეს. მეორე, აბდულ ბარი კი ამ პარასკევს დაიღუპა. ის ლოგარის პროვინციის პულ-ი-ალამის რაიონში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ. ნატოს ხელმძღვანელობის ინფორმაციის მიხედვით, თალიბ ლიდერებს იარაღისა და ავტომობილების შეძენაში ეხმარებოდა.