უკრაინაში დააკავეს ქვეყნის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე

უკრაინაში დააპატიმრეს ამ ქვეყნის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ახლა დეპუტატი ანატოლი გრიცენკო. გენერალური პროკურატურის თანახმად, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სამსახურებრივი მოვალეობის გადაჭარბების მუხლით. გრიცენკო მმართველი, რეგიონების პარტიის წარმომადგენელია, ის ადრე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს განაგებდა.