სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით ნარმანია

დავით ნარმანია

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე დავით ნარმანია. მან ილაპარაკა ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტზე, რომელიც მონიტორინგის გზით საქართველოს თვითმმართველი ქალაქების - ფოთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის - 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას გულისხმობს.