სტუმრად ჩვენს ეთერში: ზაზა ციციშვილი და მაკა მაღლაკელიძე

ზაზა ციციშვილი და მაკა მაღლაკელიძე

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყვნენ ონკოლოგიური დისპანსერის გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ციციშვილი და საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის ასოციაციის წარმომადგენელი საქართველოში მაკა მაღლაკელიძე. მათ ილაპარაკეს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულზე, რომელიც საქართველოში 23 იანვარს დაიწყო. სტუმრების თქმით, კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონის ამაღლებას დაავადების შესახებ და წაახალისოს ორგანიზებული სკრინინგ პროგრამებში ქალების ჩართულობა.