მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. ისინი მოითხოვენ გათავისუფლებას მაღაროს 2 ხელმძღვანელისა, რომლებიც 22 იანვარს მომხდარი აფეთქების გამო დააკავეს. მათ გაფიცული მაღაროელები დამნაშავედ არ მიიჩნევენ. შეგახსენებთ, რომ აფეთქების შედეგად, ტყიბულში 1 მაღაროელი დაიღუპა და 4 მძიმედ დაშავდა.