დაღესტანში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

გავრცელებული ცნობებით, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა დაღესტანში მანქანის აფეთქების შედეგად. სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ცნობით, აფეთქება ხასავიურტში, ერთ-ერთ კაფესთან მოხდა. ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ არის ცნობილი. რუსეთში ზოგადი ვითარება კვლავ დაძაბულია, მას შემდეგ რაც მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში ორშაბათს სავარაუდოდ თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა.