საქართველოს მოქალაქეებს ეგვიპტეში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევენ

ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს „დაბეჯითებით“ მოუწოდებს თავი შეიკავონ ეგვიპტეში მგზავრობისგან, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.