სტუმრად ჩვენს ეთერში: ბაკურ კვაშილავა

საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ბაკურ კვაშილავა

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ბაკურ კვაშილავა. მან ეგვიპტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ილაპარაკა, მიმოიხილა ამ ქვეყანაში დაწყებული არეულობების ისტორიული კონტექსტი და ვითარება რეგიონში.