ავღანეთის და პაკისტანის ჯარების შეტაკებისას ერთი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთის და პაკისტანის საზღვარზე ამ ქვეყნების ჯარისკაცებს შორის სროლის დროს ერთი პაკისტანელი სამხედრო დაიღუპა. პაკისტანის ქალაქ ფეშავარის მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლის თქმით, სროლა ავღანეთის სამხედროებმა დაიწყეს. ავღანეთის, ხოსტის პროვინციის სასაზღვრო პოლიციის თანახმად, ცეცხლი პირველად პაკისტანელებმა გახსნეს. ორი ქვეყნის საზღვარზე ეს ყველაზე სერიოზული შეტაკება იყო 2007 წლის მაისის შემდეგ.