„ჰიუმენ რაიტს უოჩი“: ერაყში საიდუმლო ციხე მოქმედებს

უფლებადამცავი ორგანიზაცია, "ჰიუმენ რაიტს უოჩი" ბრალად სდებს ერაყს, რომ საიდუმლო საპატიმროს ამუშავებს. ცნობით, ნოემბრის ბოლოს, ერაყის ხელისუფლებამ 300-მდე ტუსაღი მოათავსა ეგრეთწოდებულ მართლმსაჯულების ბანაკში. ორგანიზაცია აქვეყნებს დამადასტურებელ დოკუმენტებს. ის მოუწოდებს ერაყის მთავრობას, დახუროს საიდუმლო ციხე ან მართლმსაჯულების სისტემას დაუქვემდებაროს.