ფიროსმანის ნახატის ქვეყნიდან გატანის მცდელობა აღიკვეთა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აღკვეთილად გამოაცხადა ნიკო ფიროსმანის დღემდე უცნობი ნამუშევრის ქვეყნიდან გატანის და გაყიდვის მცდელობა. პროკურატურის ინფორმაციით, კერძო კოლექციიდან ნახატის საზღვარგარეთ გაყიდვა გამოძიებასთან საქმის ერთ-ერთი მონაწილის თანამშრომლობით აღიკვეთა. ფიროსმანის დღემდე უცნობი ნამუშევარი, სახელწოდებით ”მამალი და კრუხ-წიწილა” ხელოვნების მუზეუმს გადაეცა.