სტუმრად ჩვენს ეთერში: ლაშა ტუღუში

”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში. მან 3 თებერვალს ჩატარებულ შეხვედრაზე ილაპარაკა, რომელზეც მედიაექსპერტებმა პოლიტიკოსებმა და დაინტერესებულმა პირებმა მაუწყებლობის მფლობელობისა და ფინანსების გამჭვირვალობის საკითხები განიხილეს. ლაშა ტუღუშმა არსებული ვითარებაც განიხილა და საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტებზე ილაპარაკა.