სტუმრად ჩვენს ეთერში: გოგი ხუციშვილი

9 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გოგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი. მან ილაპარაკა პროექტზე, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცენტრის ინიციატივით დაიწყო და დღესაც გრძელდება. პროექტის ფარგლებში უკვე ორ წელიწადზე მეტია სტამბოლში ერთმანეთს ხვდებიან პოლიტოლოგები საქართველოდან და რუსეთიდან. ამ შეხვედრებს ”სტამბოლის პროცესი” ეწოდა. 8 თებერვალს თბილისში პროექტში მონაწილეთა ნაშრომების კრებულის პრეზენტაცია მოეწყო. წიგნს ჰქვია - ”რუსეთი და საქართველო - კრიზისიდან გამოსვლის გზები”. პროექტის მხარდამჭერია ”შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან აცილების გლობალური ქსელი”.