დააკავეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავებმა დააკავეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 10 მაღალჩინოსანი. დაკავებულების ვინაობა და მათ წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდება სამი საათისათშის გახდება ცნობილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ არ იციან, თუ რამდენი და რომელი თანამდებობის პირები არიან დაკავებულები.