შარშან ავღანეთში ყოველ დღე ორი ბავშვი იხოცებოდა

2010 წელს, ავღანეთის კონფლიქტში, დღეში, სულ მცირე ორი ბავშვი იხოცებოდა. ამის შესახებ იუწყება უფლებადამცავი ორგანიზაცია, რომელიც ავღანეთში ამ სფეროს მეთვალყურეობს. ბავშვების დაღუპვის შემთხვევების ორი მესამედი თალიბანის მიერ მოწყობილ თავდასხმებზე მოდის. საერთაშორისო ჯარს ეკისრება პასუხისმგებლობა შემთხვევათა 17 პროცენტზე.